იან ჩერსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იან ჩერსკი

იან ჩერსკი
იან ჩერსკი
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1845
დაბადების ადგილი ვიტებსკის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 25 ივნისი 1892
გარდაცვალების ადგილი მდინარე ომოლონის სიახლოვეს
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
გეოლოგია

იან ჩერსკი (რუს. Иван Дементьевич Черский, Ivan Dementyevich Chersky; ბელარ. Ян Чэрскi) (1845—1892) — პოლონელი[1] გეოგრაფი, გეომორფოლოგი, გეოლოგი და პალეონტოლოგი. ციმბირის გამოჩენილი მკვლევარი. ეროვნებით პოლონელი. ივანე ჩერსკიმ დიდი წვლილი შეიტანა გეომორფოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში. იყო თვითნასწავლი მეცნიერი, რომელმაც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისგან მიიღო სამი ოქროს მედალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

იან ჩერსკის ცხოვრების შესახებ მეტად მცირე ცნობები მოგვეპოვება. იგი დაიბადა 1845 წლის 3 მაისს. 10 წლისას მამა გარდაეცვალა.[2] მამის გარდაცვალების შემდეგ მისი აღზრდა ითავა მისმა დედამ, რომელმაც უზრუნველყო პატარა იანის საშინაო პირობებში განათლების მიღება.[3][4] ახალგაზრდობიდანვე საკმაო ნიჭი გამოავლინა და ფლობდა ოთხ უცხო ენას (გერმანულს, ფრანგულს, ინგლისურსა და ლათინურს).[5] ბელორუსის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით იგი საკმაოდ კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და მშვენივრად ხატავდა.[6] 1860 წლიდან იგი აგრძელებს სწავლას ვილნიუსში. პოლონეთის აჯანყებაში მონაწილეობისათვის (1863-1864 წწ.) ჯარისკაცად განაწესეს და ქალაქ ომსკში გააგზავნეს. გრიგოლ პოტანინის გავლენით ქალაქ ომსკის მიდამოებში დაიწყო გეოლოგიური და პალეონტოლოგიური გამოკვლევები. 1885 წლიდან ამნისტირებულია, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მოწვევით გადავიდა პეტერბურგში.

1873-1976 წწ. შეისწავლა საიანი, ხოლო 1877-1880 წწ. ბაიკალის ტბის სანაპიროს გეოლოგია. 1881-1882 წწ. იკვლევდა მდინარეების სელენგისა და ქვემო ტუნგუსკის აუზს. 1878 წელს იან ჩერსკიმ წამოწია რელიეფის ევოლუციური განვითარების თეორია. ერთ-ერთმა პირველმა შემოგვთავაზა ციმბირის პალეოტექტონიკური სქემები, რომელიც ავსტრიელმა გეოლოგმა ედუარდ ზიუსმა გამოიყენა და განავითარა თავის შრომაში „დედამიწის სახე“. 1891 წელს მოაწყო ექსპედიცია მდინარეების კოლიმისა და ინდიგირკის რაიონში. 1871 წელს გადავიდა ირკუტსკში. 1886 წელს მძიმედ დაავადდა. გარდაიცვალა 1892 წლის 25 ივნისს, კოლიმაში ჩატარებული ექსპედიციის დროს. დაასაფლავეს მდინარე ომოლნის სიახლოვეს.

ხსოვნა[რედაქტირება]

იან ჩერსკის სახელი ეწოდა მთიან ქვეყანას რუსეთში, ქედებს, მთას, დასახლებასა და სხვ. 1995 წელს გამოვიდა ბელორუსის საფოსტო მარკა, რომელიც იან ჩერსკის მიეძღვნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

თხზულებები[რედაქტირება]

  • О результатах исследования озера Байкал, СПБ. 1886 (Записки Русского геогр. общества, т. 15, № 3);
  • К геологии внутренней Азии, в кн.: Труды Санкт-Петербургского общества естествоиспытателей, т. 17, в. 2, СПБ, 1886.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Обручев В. А., Иван Дементьевич Черский, в кн.: Люди русской науки, т. 1, М.—Л., 1948;
  • Ревзин Г. И., Подвиг жизни Ивана Черского, М.—Л., 1952;
  • И. Д. Черский. Неопубликованные статьи, письма и дневники, под ред. С. В. Обручева, Иркутск, 1956;
  • Пармузин Ю. П., Иван Дементьевич Черский, в сборнике: Отечественные физико-географы и путешественники, М., 1959.

სქოლიო[რედაქტირება]