იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი და მისი შვილი ფრანცისკო მერკური. წიგნიდან „Ortus Medicinae“, 1648

იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი (დ. 12 იანვარი, 1580 — გ. 30 დეკემბერი, 1644), ბელგიელი ქიმიკოსი, ფიზიოლოგი.

ოჯახი, სწავლა, მოგზაურობა [რედაქტირება]

იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი ფლამანდიურ ოჯახში დაიბადა. მამამისი, ბრიუსელის პროკურორი და საბჭოს წევრი კრისტიან ვან ჰელმონტი და მარიაა (ვან) სტასაერტი, დაქორწინდნენ 1567 წ. 28 იანვარს, წმინდა მიხეილისა და გუდულას ტაძარში (St. Michael and St. Gudula Cathedral). მის გარდა ოჯახში კიდევ 4 და-ძმა, 2 ბიჭი და 2 გოგო იზრდებოდა.

იან ბაპტისტმა განათლება ლევენის უნივერსიტეტში მიიღო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა, თუ რომელ მეცნიერებას გაჰყოლოდა. ბოლოს მედიცინაზე შეაჩერა არჩევანი.

მოგვიანებით იგი სწავლას წყვეტს და სამოგზაუროდ მიემგზავრება შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში.

მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს ცხოვრობს ანტვერპენში, ასევე, 1605 წ. შავი ჭირის ეპიდემიის პერიოდში. 1609 წ. ღებულობს მედიცინის დოქტორის ხარისხს. ამავე წელს იქორწინა მდიდარი ოჯახის შვილზე მარგარეტ ვან რანსტზე. მეუღლეები ვილვერდში, ბრიუსელთან ახლოს ცხოვრობდნენ.

კვლევები [რედაქტირება]

ვილვერდში დასახლების შემდეგ ვან ჰელმონტი ქიმიით, კაბალისტიკური და მისტიური კვლევებით დაკავდა. ქიმიაში მან მრავალი აღმოჩენა გააკეთა, მას ეკუთვნის ბერძნული „ქაოსის“ ანალოგიური ქიმიური ტერმინი „გაზი“; ქიმიური მეთოდებითვე ცდილობდა ყველანაირ დაავადებათა განკურნების გზა ეპოვა; თვლიდა, რომ ქიმიური პროცესი მრავალ მოვლენათ დასაბამი იყო. უარყოფდა არისტოტელეს, გალენსა და თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებას, შექმნა ცოცხლ ორგანიზმში მოვლენათა საკუთარი თეორია. იგი ადამიანში 2 არამატერიალურ საწყისს აღიარებდა: 1) Archeus – სიცოცხლისეული საწყისი, გაჟღენთილი მთელს სხეულში, კვებისა და მისი გადამუშავების წარმმართველი და ავადმყოფობისადმი წინააღმდეგობის გამწევი; 2) Duumvi r at – გონიერი საწყისი, ანუ სამშვინველი, რომელსაც ადგილი აქვს არა თავის ტვინში, არამედ კუჭსა და ღვიძლში.