იამაბე აკაჰიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იამაბე აკაჰიტო, მხატვარი უტაგავა კუნიიოსი (XVIII-XIX სს.)

იამაბე აკაჰიტო (იაპ. 山部赤人 ან 山邊赤人), (დ. დაახლოებით 730) — იაპონელი სახალხო პოეტი. ტანკას უბადლო ოსტატი. მისი ლექსების უმრავლესობა, რომელთა თემაა მშობლიური ქვეყნის ბუნება, შექმნილია იაპონიაში მოგზაურობის დროს და დაკავშირებულია ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილთან. დღესაც პოპულარულია იამაბეს ლექსი, მიძღვნილი იაპონელთა საყვარელი მთა ფუძისადმი. იამაბეს პეიზაჟური ლირიკა რეალისტურია. მისი მრავალი ლექსი შესულია "მანიოსიუში" - იაპონური პოეზიის ანთოლოგიაში. იამაბეს პოეტურმა სახეებმა და ხერხებმა, რომლებიც ოსტატურად გამოიყენეს მომდევნო თაობის პოეტებმა, ხელი შეუწყო იაპონური პოეზიის განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]