იაკობ სვერდლოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაკობ სვერდლოვი

იაკობ მიხაილის ძე სვერდლოვი (რუს. Яков Михайлович Свердлов) (დ. 22 მაისი (3 ივნისი), 1885, ნიჟნი ნოვგოროდი16 მარტი, 1919, მოსკოვი) — რუსი ბოლშევიკი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რევოლუციონერი. რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკები) (РСДРП(б)) და რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) (РКП(б)) წევრი. სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ВЦИК) თავმჯდომარე (რსფსრ–ს ფორმალური მეთაური) 1917 წლის ნოემბრიდან 1919 წლის მარტამდე პერიოდში.

პარტიული ფსევდონიმები: ამხანაგი ანდრეი (товарищ Андрей), მაქსი (Макс), მიხაილ პერმიაკოვი (Михаил Пермяков), სმირნოვი (Смирнов) და სხვა.

როგორც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, იყო დამფუძნებელთა კრების დარბევის, განკაზაკების, ლევ ტროცკის აზრით – სამეფო ოჯახის დახვრეტის ერთ–ერთი ორგანიზატორი.

ლიტერატურა[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.