იაკამარასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| იაკამარასებრნი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Galbulidae | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
იაკამარასებრნი (Galbulidae), ფრინველების ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. უმრავლესობა ბეღურის ტოლია. აქვთ წვრილი, გრძელი ნისკარტი, მოგრძო სხეული. რბილ და მარავალფერ ბუმბულ-საფარველს მკვეთრი ლითონისფერი ბზინვარება დაჰკრავს. იაკამასებრთა ოჯახი 5 გვარის 15 სახეობაა. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტყეებში. ბუდობენ ფლატეებზე, სოროებში, ან ხის ფუღუროებში. დებენ 2-4 თეთრ, მრგვალ კვერცხს. დედალ-მამალი მორიგებით კრუხობს. ყველაზე გავრცელებული სახეობებია მწვანე იაკამარა (Galbula viridis) და სამოთხის იაკამარა (Galbula dea).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მ. კუტუბიძე, ქსე, ტ. 5, გვ.38, თბ., 1980
სტატიის