იავანთროპი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იავანთროპი — ნამარხი ადამიანი, რომლის ნაშთებიც ნაპოვნია (1931-1932) იავის მეოთხეულ ნალექებში სოფელ ნგანდონგთან, მდინარე სოლოს ველზე. მეცნიერთა უმრავლესობა იავანთროპს ნეანდერტალელებს აკუთვნებს. იავანთროპის ქალას თავისებურებბი მოწმობს პითეკანთროპიდან ნეანდერტალელისაკენ თანდათანობით გადასვლას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 37, თბ., 1980 წელი.