თხუთმეტი წლის კაპიტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თხუტმეტი წლის კაპიტანი)
თხუთმეტი წლის კაპიტანი
სრული სათაური Un capitaine de quinze ans
საერთო სათაური 15 წლის კაპიტანი
ჟანრი სათავგადასავლო
ავტორი ჟიულ ვერნი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერილია საფრანგეთი
გამოცემულია 1878
წინა The Child of the Cavern
შემდეგი The Begum's Fortune

15 წლის კაპიტანი“ (ფრანგ. Un capitaine de quinze ans) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. პირველად გამოიცა 1878 წელს საფრანგეთში.

15 წლის კაპიტანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„15 წლის კაპიტანი“ ჟიულ ვერნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. პირველად 1878 წელს გამოქვეყნდა „გართობისა და აღზრდის ჟურნალში“ და იმავე წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში მოთხორბილია ხომალდ „პილიგრიმის“ მგზავრების ფათერაკებით სავსე თავგადასავალი. მოქმედება ვითარდება 1873 წლის თებერვლიდან ივლისის ბოლომდე. რომანის გმირებს, დიკ სენდს, მისის უელდონსა და მათ მეგობრებს თავს ატყდებათ ათასგვარი განსაცდელი ღია ზღვაში, აფრიკის ტროპიკულ ტყეებსა თუ მონებით მოვაჭრეთა ბანაკში. მთავარი გმირი, 15 წლის, ობოლი დიკ სენდია, რომლის თავგანწირვამ, მეგობრებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა, სიმამაცემ, შეუპოვრობამ, სამართლიანობამ და კეთილშობილებამ , რომანის გმირებს მრავალი განსაცდელი გადაატანინა და დიკ სენდი მკითხველის ერთ-ერთ უსაყვარლეს გმირად აქცია.

თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნში წამოჭრილი მოვლენები ეხება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ენტომოლოგიის აღმოჩენას. „15 წლის კაპიტანი“ დაიწერა იმ დროს, როდესაც ევროპის ქვეყნების ხელისუფალნი, ერთმანეთს ექიშპებოდნენ აფრიკის იმ ნაწილის მიტაცებაში, რომელშიც ვითარდება მოვლენები. მწერალი ნათლად ხატავს მონათვაჭრობის საშინელებებს. პორტუგალიის კოლონიები: ანგოლა და მოზამბიკი მონათვაჭრობის მთავარი ცენტრები იყო. ისინი აწვდიდნენ ზანგ მონებს უპირატესად ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკას, აგრეთვე აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიკ სენდი;
  • აქტეონი
  • ანტონიო–ხოზე ალვეცი;
  • ოსტინი
  • ბათი
  • კუზენი ბენედიქტი;
  • კოიმბრა
  • დინგო
  • ჰალიმა
  • ჰერისი
  • ჰერკულესი
  • ჰოვიკი
  • კაპიტანი ჰული
  • იბნ ჰამისი
  • მუანი ლუნგა
  • მუანა
  • გადია ზანგი
  • მუნიტო
  • ნეგორო
  • ტიპო–ტიპო
  • ტომი
  • სამუელ ვერნონი
  • ჯეკ უელდონი
  • ჯეიმზ ვ. უელდონი
  • მისის უელდონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]