თხა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შინაური თხა
ირლანდიური შინაური თხა
ირლანდიური შინაური თხა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: ძროხისებრნი
გვარი: Capra
სახეობა: თხა
ლათინური სახელი
Capra hircus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


თხა (ლათ. Capra hircus) — წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის წინაპარია გარეული თხის ორი სახეობა — ნიამორი და რქახრახნილი თხა, აგრეთვე ამომწყდარი Capra prisca.

თხა ადვილად ეგუება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებს, რის გამოც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია მოშენებული. გვარში (Capra) გაერთიანებულია 10-მდე სახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 3. თხა გვაძლევს რძეს, ხორცს, ბეწვს (მატყლს), თივთიკს. ცოცხლობს 9 — 10, მაქსიმუმ 17 წელს, სამეურნეო გამოყენების საშუალო ვადაა 7 — 8 წელი. დასაგრილებლად 14 — 18 თვისას უშვებენ. მაკეობა დაახლოებით 5 თვეს გრძელდება. თხის კულტურული ჯიშების უმეტესი ნაწილი მრავალნაყოფიანია. 100 დედა თხა 150—250-მდე თიკანს შობს. საუკეთესო კვებისა და მოვლა-პატრონობის პირობებში შეიძლება წელიწადში ორი დოლი მოგვცეს. მამალი თხის (ბოტის) ცოცხალი მასაა 60 — 65 კგ, მაქსიმალური 100 კგ, დედის თხისა (ნეზვის), შესაბამისად 40 — 60 კგ-მდე.

პროდუქტიულობის მიხედვით განასხვავებენ სარძეო, სამატყლე, სათივთიკე და უხეშმატყლიანი შერეული პროდუქტის ჯიშის თხება. სარძეო ჯიშის თხა წელიწადში 450 — 550 კგ იწველის, საუკეთესო მეურნეობებში 1000 კგ-მდე. რძის ცხიმიანობაა 3,8 — 4,5%. თხას დღეში 1—3-ჯერ წველიან, სამატყლე ჯიშის თხის მატყლს ერთგვაროვანი ბოჭკოები აქვს. მამალი თხის ნაპარსია 4 — 5 კგ, დედალი თხისა 3 — 5 კგ. სათივთიკე ჯიშების თივთიკის საშუალო გამოსავლიანობაა 0,2 — 0,5 კგ, მაქსიმალური 2 კგ-მდე. მოზრდილი თხის ნაკლავი 20 — 28 კგ ხორცს და 4 — 6 კგ ქონს იძლევა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 31, თბ., 1980
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თხა&oldid=2369657“-დან