თურქმენეთის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქმენეთის ველაიათები:
1 — ახალის; 2 — ბალკანის; 3 — დაშოგუზის; 4 — ლებაპის; 5 — მარის.

თურქმენეთის ადმინისტრაციული დაყოფა — თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორია ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად იყოფ თურქმენეთის კანონით ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ, რომელიც მიღებულია 2009 წლის 18 აპრილს.[1]

აღნიშნული კანონის თანახმად ქვეყნის დასახლებული პუნქტები იყოფა ქალაქებად, დაბებად და სოფლებად. ამჟამად თურქმენეთში 25 ქალაქი, 77 - დაბა და 1928 სოფელია.

ადმნისტრაციულად თურქმენეთი იყოფა ველაიათებად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან ეტრაპებად და გენგეშლიკებად.

  • ველაიათი (5);
  • ველაიეთთან გათანაბრებული ქალაქი (ქალაქი რომლის მოსახლეობაც 500 ათ. ადამიანზე მეტია; ფაქტობრივად ერთი აშხაბადი);
  • ეტრაპი (50 ველაიეთში და 7 ქალაქში — 5 აშხაბადში და 2 თურქმენაბადში);
  • ეტრაპთან გათანაბრებული ქალაქი (ქალაქი რომლის მოსახლეობაც 30 ათ. ადამიანზე მეტია; ასეთი ქალაქია 15);
  • ეტრაპის ქალაქები (დასახლება, რომლის მოსახლეობაც 8 ათ. ადამიანზე მეტია; სულ 9);
  • დაბა (დასახლება, რომლის მოსახლეობაც 2 ათ. ადამიანზე მეტია; სულ 77 დაბა);
  • სოფელი (დასახლება, რომლის მოსახლეობაც 50 ადამიანზე მეტია; სულ 1928 სოფელი);
  • გენგეშლიკი (565; გენგეშლიკში გაერთიანებულია ერთი ან რამდენიმე სოფელი)[2].
სახელწოდება თურქმენული სახელწოდება მოსახლეობა (2002), ათ. კაცი ფართობი, კმ² სიმჭიდროვე, ად./კმ² ეტრაპების რიცხვი ცენტრი
აშხაბადი Aşgabat 733,1
ახალის ველაიათი Ahal welaýaty 794,6 95,4 8,3 8 ანაუ
ბალკანის ველაიათი Balkan welaýaty 481,3 138,5 3,5 6 ბალკანაბადი
დაშოგუზის ველაიათი Daşoguz welaýaty 1203,1 73,6 16,3 8 დაშოგუზი
ლებაპის ველაიათი Lebap welaýaty 1169,1 93,8 12,5 13 თურქმენაბადი
მარის ველაიათი Mary welaýaty 1291,8 86,8 14,9 11 მარი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორია შედიოდა კასპიისპირეთის ოლქში (დედაქალაქი - აშხაბადი) და ბუხარის საემიროში. 1919 დაარსდა თურქმენეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა ცენტრით ტაშკენტში, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა თურქმენეთის უდიდესი ტერიტორია. თურქმენეთი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული დანაყოფი დაარსდა 1921 წელს. 1924 წელს, ბუხარის რესპუბლიკის ლიკვიდაციის შემდეგ ქვეყნის დასავლეთი ტერიტორიები გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდა თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

თავდაპირველად თურქმენეთის სსრ იყოფოდა კერკინის, ლენინის (მოგვიანებით - ჩარჯუის), მერვის, პოლტორაცკის (მოგვიანებით - აშხაბადის) და ტაშაუზის ოკრუგებად. 1939 წელს შემოიღეს საოლქო დაყოფა და შეიქმნა აშხაბადის, კრასნოვოდის, მარის, ტაშაუზის და ჩარჯოუს ოლქები.

1943 წელს დაარსდა კერკინის ოლქი, არსებობდა 1947 წლამდე. ამ წელსვე ლიკვიდირებულ იქნა კრასნოვოდის ოლქიც (ოლქი აღადგინეს და არსებობდა 1952-1955 წწ.).

1959 წელს გაუქმდა აშხაბადის ოლქი.

1963 გაუქმდა მარის, ტაშაუზის და ჩარჯოუს ოლქები, რომლებიც 1970 წელს აღადგინეს. 1973 წელს აღდგა აშხაბადის და კრასნოვოდის ოლქიც, რომლებიც კვლავ გააუქმეს 1988 წელს.

1991 წელს ყოფილი კრასნოვოდის ოლქის ტერიტორიაზე დაარსდა ბალკანის ოლქი, რომლის დედაქალაქიც გახდა ნებიტ-დაღი

პოსტსაბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 ყოფილი აშხაბადის ოლქის ტერიტორიაზე დაარსდა ახალის ველაიათი (დედაქალაქი - აშხაბადი, მოგვიანებით ანაუ და ბოლოს რუხაბადი). ბალკანისა და მარის ოლქებს ეწოდათ შესაბამისად ბალკანისა და მარის ველაიათი. ტაშაუზის ოლქს ეწოდა დაშოგუზის ველაიათი, ჩარჯოუს ოლქს — ლებაპის ველაიათი .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]