თურინჯი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურინჯის ნაყოფი

თურინჯი, პომპელმუსი (Citrus grandis), სუბტროპიკული მარადმწვანე ხეხოლოვანი მცენარე ციტრუსოვანთა გვარისა, ახალგაზრდა ყლორტები შებუსული აქვს, ფოთოლი ფართოფრთიანია, ნაზოფი მსხვილი (400-800 გ), მსხლისებრი ან ოდნავ ბრტყელი, ღია ყვითელი, კანი გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი. რბილობი ღია ლიმონისფერია, მომჟავო-ტკბილი, ზოგი ჯიშის - მწარე.

მოჰყავთ დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში. სხვადასხვა დროს შემოტანილია თურინჯის 40-მდე ფორმა, გავრცელებულია ჰიბრიდული თურინჯი - ნატსუდაიდაი (იაპონური წარმოშობისაა), ნაყოფი მწიფს დეკემბერში, შენახვის შემდეგ უფრო გემრიელია, შეუძლია შეცვალოს გრეიპფრუტის საუკეთესო ჯიშები. მსხლისებრი თურინჯი მწიფს ნოემბერში. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, კანი ოდნავ ხორკლიანი აქვს.

ცნობილია აგრეთვე ჯიშები: ჰავაიური, სიამური, ტენგუ, აზახიკანი, გულრიფშის და სხვა. თურინჯს ამრავლებენ ოკულირებით, საძირედ იყენებენ ტრიფოლიატას. მცენარე უძლევს 7-8°C ყინვას. ნაყოფისაგან ამზადებენ მურაბას, ცუკატს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლეკვეიშვილი ი., ქსე, ტ. 5, გვ. 11, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები