თუნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
თუნისა და თუნის ტბის ხედი
თუნი (გერმ. Thun) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი შვეიცარიაში, ბერნის კანტონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 42 623 ადამიანს შეადგენს.
გაშენებულია მდინარე აარეს თუნის ტბასთან შერწყმის ადგილზე, ბერნიდან 30 კმ-ით სამხრეთით. გარდა ტურიზმისა, სამანქანე და ზუსტი ხელსაწყოების ინჟინერიისა, ეკონომიკის ასევე მნიშვნელოვანი დარგებია კვების მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა.
დღევანდელი თუნის არეალი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში. სახელი მომდინარეობს კელტური სიტყვიდან „დუნუმ“, რაც „გამაგრებულ ქალაქს“ ნიშნავს. ძვ. წ. 58 წელს იგი რომაელებმა აიღეს, როდესაც მათმა ლეგიონმა თითქმის მთელი შვეიცარია დაიპყრო. სულ მალე თუნი რეგიონის რომაული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდა.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული) Official city website
- ტურისტული ინფორმაცია
- City livecam with archive since 2005 (გერმანული)