თომას ჯეფერსონის შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თომას ჯეფერსონის შენობა

თომას ჯეფერსონის შენობა (ინგლ. Thomas Jefferson Building) — აშშ-ის კონგრესის სამი ბიბლიოთეკიდან ყველაზე ძველი, აშენებულ იქნა 1890–1897 წლებს შორის. თავდაპირველად იგი ცნობილი იყო როგორც კონგრესის ბიბლიოთეკის შენობა და მდებარეობს „პირველ ქუჩაზე“, დამოუკიდებლობის გამზირსა და აღმოსავლეთ კაპიტოლის ქუჩებს შორის, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. ბოზ-არტის სტილში აშენებული ნაგებობა ცნობილია მისი კლასიცისტური ფასადითა და საგულდაგულოდ მორთული ინტერიერით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]