თომას ედვარდ ლოურენსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თომას ედვარდ ლოურენსი (ლოურენს არაბი) (დ. 16 აგვისტო, 1888 – გ. 19 მაისი, 1935) — ბრიტანული არმიის ოფიცერი და მზვერავი. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქული მმართველობის წინააღმდეგ 1916-1918 წლებში არაბული აჯანყების ინსპირირებაში[1]. 1922 წელს გამოცემულმა მისმა ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა „სიბრძნის შვიდი სვეტი“ მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1966 წელს გადაღებულ ფილმში „ლოურენს არაბიელი“ მისი როლი შეასრულა პიტერ ო'ტულმა.
[რედაქტირება] სიბრძნის შვიდი სვეტი
ლოურენსი ვრცელ ჩანაწერებს აკეთებდა არაბულ აჯანყებაში მონაწილეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, შედეგად შეიქმნა წიგნი, რომელსაც ჩარლზ ჰილმა უწოდა „ავტობიოგრაფიით შენიღბული რომანი“. ნაწარმოების სათაურს საფუძვლად დაედო ბიბლიური „იგავთა წიგნის“ სიბრძნის შვიდი სვეტი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ISBN 0-9546418-0-9 Seven Pillars of Wisdom, "სიბრძნის შვიდი სვეტი", ოქსფორდის სრული ტექსტი (1922).
- ISBN 1-56619-275-7 Revolt in the Desert, "ამბოხი უდაბნოში", შემოკლებული ვერსია (1927).
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Richard Aldington, Lawrence of Arabia. A Biographical Enquiry, London, Collins, 1955.