თოვლნარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოვლნარი

თოვლნარიქარისა და მზის სხივებისგან მოფარებულ ადგილებში შემორჩენილი თოვლის, ფირნისა და ყინულის გროვა. თოვლნარი სეზონურია, თუ ირგვლივ დადებულ თოვლზე უფრო მეტხანს ინახება, ხოლო მუდმივია, თუ მთელი წლის განმავლობაში არ დნება.

განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს ზვავური თოვლნარი, რომელიც დიდხანს ძლებს ხეობის ძირზე ნაზვავი თოვლის დიდი მასის გამო. მრავალრიცხოვანი გალღობის, გაყინვისა და კრისტალიზაციის შედეგად თოვლნარის ფენაში ფირნი წარმოიქმნება.

ვაკეებზე თოვლნარი დამახასიათებელია ტუნდრისა და სტეპებისთვის, ხოლო მთებში — სუბნივალური და ალპური სარტყლებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]