თოვლა თხა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოვლა თხა

თოვლა თხა (Oreamnos americanus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 150-175 სმ, წონა 80-135 კგ. აქვს თეთრი, გრძელი, ხშირი ბალნით დაფარული სხეული, პატარა (20-30 სმ სიგრძის), ოდნავ უკან გადახრილი რქები. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის კლდოვან მთებში. კარგადაა შეგუებული ციცაბო ფერდობებს. ცხოვრობს ერთეულებად ან ქმნის მცირერიცხოვან არვეს. შობს 1-2 თიკანს. თოვლა თხაზე ნადირობა აკრძალულია. შემორჩენილია აშშ-ის ნაკრძალებში (1200 ეგზ.) და კანადაში (2000 ეგზ.). ზოგიერთ ადგილას (კადიაკის კუნძული და სხვა) აკლიმატიზებულია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 689, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები