თინათინ ბურბუთაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თინათინ ბურბუთაშვილი
დაბადების სახელი თინათინ ბურბუთაშვილი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1921
მცხეთის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 18 მაისი, 1978 (56 წლის)
თელავი
საქმიანობა მსახიობი

თინათინ ვასილის ასული ბურბუთაშვილი (დ. 24 ივლისი, 1921, სოფელი მუხრანი, ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი ― გ. 18 მაისი, 1978, თელავი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაამთავრა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტი, პარალელურად 1946 წლამდე სწავლობდა თბილისის კინომსახიობთა სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისის კინოსტუდიის მსახიობად ჩაირიცხა. სასცენო მოღვაწობა დაიწყო 1944 წელს ხაშურის თეატრში. 1950 წლიდან თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის (იმ დროს სერგო ორჯონიკიძის სახელობის) მსახიობია. ბურბუთაშვილის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ემოციურობა, გარდასახვის დიდი უნარი, მაღალი პროფესიული კულტურა, სცენური მომხიბვლელობა. წარმატებით გამოდის ტრაგიკულ, სახასიათო, კომიკურ როლებში.

შესრულებული აქვს: ბეატრიჩე (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), სალომე-კინტო (აკაკი წერეთლის „კინტო“), ხანუმა (აქვსენტი ცაგარლის „ხანუმა“), მარფა (ვანიონ დარასელის „კიკვიძე“), ვანა (ი. ჯავახიშვილისა და ა. აბშილავას „ვაზისუბნელი ძმაბიჭები“), ჯემა (ეთელ ლილიან ვოინიჩის „კრაზანას“ მიხედვით), ლარისა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“), დედა (ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“) და სხვა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]