თივაჭამიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უცნობი სახეობა

თივაჭამიები (ლათ. Copeognatha ან psocoptera), მწერების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 1-იდან 8 მმ-მდეა. აქვთ ჯაგრისებრი ულვაშები. საღეჭიდან მწუწნავისაკენ გარდამავალი ტიპის პირის აპარატი, წვრილი და გრძელი კიდურები (ზოგს კიდურები სულ არ აქვს ან მოკლე აქვს), წინა ფრთები უკანაზე გრძელია. მუცელი 9-ნაწევრიანი, მოკლე, მომრგვალო. რიგში 800-მდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში 23 სახეობაა ცნობილი. ბინადრობენ უმთავრესად მცენარეებზე, ფრინველთა ბუდეებში. თივაჭამიები იკვებებიან ლიქენებით, სოკოებითა და ორგანული ნარჩენებით, ხშირად აზიანებენ წიგნებს, მცენარეთა ჰერბარიუმს, მწერების კოლექციას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 681, თბ., 1979