თერომორფები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თერომორფები (Theromorpha, Sypsida), ამომწყდარი ქვეწარმავლების ქვეკლასი. ცხოვრობდნენ გვიან კარბონულსა და შუა იურულ პერიოდში. პალეოზოური ერის დასასრულის ყველაზე გავრცელებული და მაღალორგანიზებული ხმელეთის ხერხემლიანები იყვნენ. თერომორფების უმრავლესობა მტაცებელი იყო, ზოგი - მცენარისმჭამელი. შესაძლოა უმაღლესი თერომორფები თბილსისხლიანებიც იყვნენ. თერომორფების მრავალრიცხოვანი ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკზე, გარდა ავსტრალიისა, ყოფილ სსრკ-ში ევროპის ნაწილის ჩრდილოეთ ნახევარში. ქვეკლასში 2 ინფრაკლასია — პელიკოზავრები და თერაფსიდები. თერომორფებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ძუძუმწოვრების ევოლუციის შესწავლისათვის.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 665, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე