თერო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თერო
თერო
თეროს ყვავილი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
სახეობა: თერო
ლათინური სახელი
Lathyrus tuberosus
დაცვის სტატუსი

თერო (Lathyrus tuberosus), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს 25-100 სმ-მდე სიმაღლის კარგად შეფოთლილი ღერო, მეწამული წითლი სურნელოვანი ყვავილები. გავრცელებულია ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, მცირე აზიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა, შუა აზიაში, ციმბირსა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგანაა. იზრდება მდელოებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ტერასებზე, ნათესებში და რუდერალურ ადგილებზე დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. საქონლის კარგი საკვებია. ნორჩ ფოთლებს ზოგან სალათად იყენებენ. თაფლოვანია. ხმარობენ ხალხურ მედიცინაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლაჩაშვილი ი., ქსე, ტ. 4, გვ. 665, თბ., 1979
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თერო&oldid=1498537-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე