თეოფილე ალექსანდრიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოფილე ალექსანრიელი(გარდ. 412) იყო ალექსანდრიის პატრიარქი 385-დან 412 წლამდე. იგი აღიარებულია წმინდანად კოპტურ-მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.

მისი პატრიარქატის პერიოდს დაემთხვა დაძაბული ურთიერთობა წარმართებსა და ქრისტიანებს შორის. ისტორიკოსი ედვარდ გიბონი მას ამგვარი სიტყვებით მოიხსენიებს: "...მუდმივი მტერი მშვიდობისა და სათნოებისა, თავხედი, მოურიდებელი, ცუდი კაცი, ვისი ხელებიც მუდამ გასვრილი იყო ოქროში და სისხლში."("რომის დაცემა II", 57)

391 წელს თეოფილემ აღმოაჩინა დამალული წარმართული ტაძარი. მან და მისმა მიმდევრებმა დამცინავად გამოფინეს წარმართული ნივთები იმ მიზეზით რომ ამით წარმართები პროვოკაციას წამოეგებოდნენ და მათი მოკვლის საბაბი მიეცემოდათ. ასეც მოხდა და ქრისტიანებმაც საპასუხოდ შეუტიეს. უმცირესობაში მყოფმა წარმართებმა უკან დაიხიეს და სერაფიტას კომპლექსში გამაგრდნენ. იმპერატორმა მისწერა წერილი თეოფილეს რათა ისინი შეეწყალებინა და მხოლოდ ტაძარი დაენგრია. ისტორიკოს სოკრატე სქოლასტიკოსის მიხედვით, იმპერატორის ბრძანებაზე ტაძრის განადგურების შესახებ თეოფილეს მოთხოვნამ იმოქმედა, ხოლო თვითონ ტაძარი განსაკუთრებული ენთუზიაზმით და ძალადობით იქნა დანგრეული.(ისტ. სოზომენე; რუფინუსი; სოკრ. V:16)

თეოფილემ მის ძმის შვილ წმინდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად მოაწყო 403 წელს სინოდი, რომელზეც დაგმეს და გადაასახლეს წმინდა იოანე ოქროპირი.