თეოდორ ფონტანე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ ფონტანე

თეოდორ ფონტანე (დ. 30 დეკემბერი, 1819, ნოირუპინი — გ. 20 სექტემბერი, 1898, ბერლინი), გერმანელი მწერალი. ფონტანეს რთული იდეურ-მხატვრული ევოლუცია აირეკლა რომანში "ქარიშხლის წინ" (1878) და მოთხრობაში "შახ ფონ ვუთენოვი" (1883). აღსანიშნავია მისი რომანები "ცთომილებანი და უწესრიგობანი" (1888), "ქალბატონი ჟენი ტრაიბელი" (1892), "ეფი ბრისტი" (1895), მოთხრობები "ცოდვილი" (1882), "სტინე" (1890), ავტობიოგრაფიული თხზულებები "ჩემი ბავშვობის წლები" (1894), "ოციდან ოცდაათამდე" (1898) და სხვ. 1949 გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაწესდა ფონტანეს ყოველწლიური პრემია ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 10, გვ. 364, თბ., 1986


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე