თეოდორ ნელდეკე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოდორ ნელდეკე

თეოდორ ნელდეკე
თეოდორ ნელდეკე
დაბადების თარიღი 2 მარტი 1836
დაბადების ადგილი ჰარბურგი, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 1930
გარდაცვალების ადგილი კარლსრუე, გერმანია
სამეცნიერო სფერო აღმოსავლეთმცოდნეობა
სემიტოლოგია

თეოდორ ნელდეკე (გერმ. Theodor Nöldeke; დ. 2 მარტი 1836, ჰარბურგი — გ. 25 დეკემბერი, 1930, კარლსრუე) — გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი. სწავლობდა გეტინგენის, ვენის, ლეიდენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. მოღვაწეობდა კილში (1868), გეტინგენსა და სტრასბურგში (1872-1906). მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ისლამცოდნეობა და არამეისტიკა; არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა ეკუთვნის ირანისტიკაშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური შრომა „ყურანის ისტორია“ (გეტინგენი, 1860), რომელშიც მას საფრანგეთის წარწერათა აკადემიის პრემია მიენიჭა. ნელდეკეს ახალსირიული ენის გრამატიკამ (ლაიფციგი, 1868) საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე არამეული დიალექტების მეცნიერულ შესწავლას, ხოლო მისმა გამოკვლევებმა „მანდეური ენის გრამატიკა“ (ჰალე, 1874), „სირიული ენის მოკლე გრამატიკა“ (ლაიფციგი, 1880) ეტაპი შექმნეს არამეისტიკაში. სემიტური ენათმეცნიერების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ნელდეკეს შრომებმა „სემიტური ენები“ (1880), და „ნარკვევები სემიტური ენათმეცნიერებიდან“ (1904).

ნელდეკეს ეკუთვნის საყურადღებო გამოკვლევები ძველი არამეული თხზულების „ამბავი ახიკარ ბრძენისა“ და ბიბლიური ლიტერატურის შესახებ. ნელდეკე უაღრესად ნაყოფიერი მეცნიერი იყო, ავტორია 600-მდე ნაშრომისა.

ლიტერატურა[რედაქტირება]