თეოდორიუს II
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| თეოდორიუს II | |
|---|---|
| ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის 118-ე პაპი და პატრიარქი | |
| ეკლესია | კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია |
| წინამორბედი | შენუდა III |
|
|
|
| საერო სახელი | ვაგიჰ სუბჰი ბაკუ სულეიმანი |
| დაიბადა | 4 ნოემბერი, 1952 ელ-მანსურა, ეგვიპტე |
| რელიგია | ქრისტიანობა |
თეოდორიუს II (კოპტურად: Ⲡⲁⲡⲁ Ⲁⲃⲃⲁ Ⲑⲉόⲇⲱⲣⲟⲥ არაბულად: البابا تواضروس الثاني) — დ. 4 ნოემბერი, 1952, ელ-მანსურა, ეგვიპტე) — კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის 118-ე პაპი და პატრიარქი. პაპად აირჩიეს საკუთარ დაბადების დღეზე 2012 წლის 4 ნოემბერს.
განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში. პაპად არჩევამდე იყო ეპისკოპოსი და კოპტური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი. ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა 2012 წლის 18 ნოემბერს.

