თეოდორე გიგნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდორე გიგნაძე
დეკანოზი

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 22 დეკემბერი, 1960 (1960-12-22) (63 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლობა

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (დ. 22 დეკემბერი, 1960) — ქართველი სასულიერო პირი (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია), ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წინამძღვარი, თეოლოგიის დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე დაიბადა 1960 წელს[1]. სკოლა დაამთავრა 1978 წელს, ხოლო 1983 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით.

1989 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში (წინამძღვარი: დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი).

1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1998 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ, მას ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი. 2003 წლიდან კი ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის (მცხეთა-თბილისის ეპარქია) წინამძღვარია.

2019 წლის 15 ივლისს დეკანოზ თეოდორეს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი სამეცნიერო ნაშრომისთვის თემაზე “წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიოლოგია[2]”.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიოლოგია (ავტორი). - თბილისი, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერის გამომცემლობა, 2020. - 238. ISBN 978-9941-9360-5-0
  • სარწმუნოობა სარწმუნოებისა, ანუ მზადება მარადისობისთვის ISBN 978-9941-9044-0-0
  • საწუთო და მარადიული ფასეულობანი ISBN 99940-0-411-15 Invalid ISBN
  • 2006 წლის ქადაგებანი ISBN 9789941936524

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]