თენგიზ ბურჭულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თენგიზ ბურჭულაძე (დ. 12 მარტი, 1929, თბილისი — გ. 2000) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1955–1957 წლებში იყო რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, 1957-1958 წლებში — მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1958-1977 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1977-1989 წლებში — დირექტორის მოადგილე, 1989 წლიდან — მათემატიკური ფიზიკის განყოფილების გამგე, 1965 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

1993 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1987 — ილია ვეკუას სახელობის პრემია
  • 1985 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 — საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]