თემურ ნინუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემურ ნინუა

თემურ ნინუას ფოტო
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1949,
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია მხატვარი
ჯილდოები პრაღის "კვადრენალეს" ოქროს მედალი, 1979 წელი

თემურ ნინუა (დ. 25 სექტემბერი, 1949) – ქართველი მხატვარი, თეატრალური დეკორატორი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია თეატრალური მხატვრის სპეციალობით.

რუსთაველის თეატრში მივიდა 1982 წელს.

რუსთაველის თეატრში მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "დაკრძალვა კალიფორნიაში" - რეჟ. რობერტ სტურუა,
  • "ასერგასის დღე" - რეჟ. რ. სტურუა,
  • "სამანიშვილის დედინაცვალი" - რეჟ. გიზო ჟორდანია,
  • "ჰამლეტი" - რეჟ. გ. ჟორდანია,
  • "პალატა №6" - რეჟ. დ. ანდღულაძე,
  • "ლეონსი და ლენა" - რეჟ. ნ. კვასხვაძე,
  • "ჯარისკაცი, პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი" - რეჟ. რ. სტურუა,
  • "სტიქსი" - რეჟ. რ. სტურუა, მუს. გია ყანჩელი.

აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის სხვა თეატრებთან: აღსანიშნავია, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაფორმებული: "იყო მერვესა წელსა" - მუს. ბიძინა კვერნაძე, რეჟ. რ. სტურუა; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში გაფორმებული: "როზენკრაცი და გილდესტერნი მკვდრები არიან" - რეჟ. დ. ანდღულაძე; ვილნიუსის რუსულ დრამატული თეატრი: "ყაჩაღები" – რეჟ. ნ. ქანთარია; ბრატისლავის დრამატული თეატრი: "ფსკერზე" – რეჟ. გ. ქავთარაძე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პრაღის "კვადრენალეს" ოქროს მედალი, 1979 წ;
  • წლის საუკეთესო მხატვარი - 1980 წ;
  • წლის საუკეთესო მხატვარი - 2000წ.