თეიმურაზ ბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეიმურაზ ბერიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
თეიმურაზ ბერიძე
მშობლიური სახელი თეიმურაზ ბერიძე
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 1956 (1956-11-16) (67 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა სსრკ და საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
ჯილდოები ღირსების ორდენი (2002), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თეიმურაზ ბერიძე (დ. 16 ნოემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1988-1992 წლებში სწავლობდა სსრკ აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1993-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, 1995-1996 წლებში — მერილენდის უნივერსიტეტში; შემდგომ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. ამჟამად მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1992 წელს — სადოქტორო.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი საყოველთაო ეროვნული აღწერის შედეგები (რედაქტორი). - თბილისი, 2004. - 140გვ.. - ISBN 99928-0-733-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]