თეთრულასებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრულასებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ქერცლფრთიანები
ოჯახი: თეთრულასებრნი
ლათინური სახელი
Pieridae
დაცვის სტატუსი

თეთრულასებრნი (Pieridae), მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა. დღის პეპლებია. მათი ფრთების შლილი 8 სმ აღწევს. აქვთ თეთრი ან ყვითელი, შავი ლაქებით მოფენილი ფრთები. ოჯახში 500-ზე მეტი სახეობაა. ცალკეული გვარები, როგორც წესი, დაკავშირებულია მცენარეთა გარკვეულ ოჯახებთან: თეთრულები (Pieris) — ჯვაროსნებთან, ყვითელანი (Colias) — პარკოსნებთან და ა. შ. თეთრულასებრნს განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ხეხილის მავნებლები: კომბოსტოს თეთრულა (Pieris brassicae), თალგამის თეთრულა (Pieris rapae), ხეხილის მავნებელი — კუნლის პეპელა (Aporia crataegi) და სხვა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე