თეთრი ნარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეთრი ნარი (Cirsium incanum), მრავალწლოვანი ფესვნაყრიანი სარეველა მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ფესვი 2-3 (ზოგჯერ 5-9) მ-მდე ეშვება ნიადაგში და ივითარებს დამატებით "კვირტებს", საიდანაც ამონაყრები ამოდის. ღერო მაღალია, ზედა ნაწილი დატოტვილია. მჯდომარე, კიდეეკლიანი ფოთოლი დაკბილული ან დანაკვთულია. მოიისფრო ყვავილები შეკრებილია კალათა ყვავილედად. თესლი წვრილის, რუხი, აქვს საფრენები და ამიტომ ქარს შორს მიაქვს. საქართველოში ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მარცვლეული კულტურების რაიონებში. თეთრი ნარით ნიადაგის დასარევლიანება აძნელებს როგორც მოსავლის აღების მექანიზაციას, ისე ნიადაგის დამუშავებას.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქეშელაშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 639, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები