თეთრი გნოლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| თეთრი გნოლი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Lagopus lagopus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
თეთრი გნოლი (Lagopus lagopus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგის როჭოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-38 სმ, წონა 400-870 გ-მდე. ზამთარში თეთრია, ზაფხულში - მოყვითალო ან ჟანგისფერ-მურა. გავრცელებულია ევროპაში, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ცნობილია 14 ქვესახეობა. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად. მონოგამია. მაისის ბოლოს და ივნისში დებს 6-12 კვერცხს. ინკუბაცია 20 დღემდე გრძელდება. იკვებება მცენარეული საკვებით (კენკრა, ფოთლები, კვირტები, ყლორტები). თეთრი გნოლის სეზონური მიგრაციები იწვევენ სონღულისა და თეთრი ბუს მიგრაციებსაც, რადგან მათ საკვებს შეადგენენ. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 638, თბ., 1979 წელი.
