თედო ისაკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თედო ისაკაძე
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1966 (1966-06-27) (57 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ფილოლოგი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა
  • ფილოლოგი
  • პოლიტიკოსი
  • ბიზნესმენი
მეუღლე/ები მარინა ხუბულური[1]
შვილ(ებ)ი 2

თევდორე (თედო) ისაკაძე (დ. 27 ივნისი, 1966, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 1999–2002 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986 წლიდან, სტუდენტობის პერიოდში ეწეოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდას და საქმიანობას. 1987 წელს ანტისაბჭოთა სტუდენტური მოძრაობის და პირველი სტუდენტური დისიდენტური არაფორმალური ორგანიზაციის „თსუ სტუდენტური პრეს-კლუბის“ დამფუძნებელი და აქტივისტი. 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ქართული ქრისტიანული კულტურის სამეცნიერო ლაბორატორიის“ თანამშრომელი აქვეყნებს სტატიებს ლიტერატურათმცოდნეობის, პოლიტოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, არქეოლოგიის, არქეოგენეტიკის (პალეოგენეტიკის) დარგებში. 1990 წლიდან პარალელურად ეწევა ბიზნეს საქმიანობას. 1993 წლიდან გამოსცემს საქართველოს პირველ დამოუკიდებელ ყოველდღიურ გაზეთს „ივერია ექსპრესს“. იმავე წელს თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს მოძრაობას „პოლიტიკური კლუბი“.

1992–1995 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1995–1999 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში (გუბერნატორი). 1999–2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (ვიცე-პრემიერ მინისტრი). 2003 წლიდან აგრძელებს ბიზნეს საქმიანობას, არის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კომპანიების, „მისტერ გრინი“ (HoReCa, კეტერინგა), „ინტერკატალოგი“ (გამომცემლობა). 2011 წლიდან კომპანიების „ისტერნ ენტერფრაიზ გრუპი“-სა და „კინგ ენტერფრაისის ჯის“ პრეზიდენტი.

2016 წლიდან არის ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“). სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი.[2] 2020 წლის 15 დეკემბრიდან წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.[3]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1996-97. — გვ. 98.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: თევდორე ისაკაძე. declaration.gov.ge (11 დეკემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.06.2020. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2020.
  2. თევდორე ისაკაძე. თბილისის საკრებულო. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2021.
  3. „დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და რამდენიმე კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს“. თბილისის საკრებულო. 15 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)