თედორე ბაილშტაინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თედორე ბაილშტაინი

თედორე ბაილშტაინი (გერმ. Friedrich Konrad Beilstein დ. 17 თებერვალი, 1838, სანქტ-პეტერბურგი — გ. 18 ოქტომბერი, 1906) — გერმანელი ქიმიკოსი, გეტინგენის უნივერსიტეტის (1865) და სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (1866-1896) პროფესორი, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1885). ბაილშტაინი იკვლევდა არომატულ ნაერთებს; სწავლობდა კავკასიის ნავთობის შედგენილობას. მისი ხელმძღვანელობით შეადგინეს მრავალტომიანი ცნობარი, რომელშიც მოცემულია იმ დროისათვის ცნობილი ყველა ორგანული ნაერთის თვისებები, მათი მიღების ხერხები, დამახასიათებელი რეაქციები.

ლიტერატურა[რედაქტირება]