თბომავალი (გემი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Queen Mary 2

თბომავალიგემი, რომელიც შიგაწვის ძრავათი მუშაობს; თვითმავალი გემის ყველაზე გავრცელებული სახეობა. გემის მთავარი ძრავიდან სიმძლავრე მაძრავს გადაეცემა უშუალოდ ან რედუქტორის, ზოგჯერ კი მექანიკური, ჰიდრავლიკური ან სხვა სახის შემაერთებელი ქუროს მეშვეობით. თბომავალს აგრეთვე უწოდებდნენ დიზელელექტრომავალს ანუ დიზელის ძრავიან გემებს. პირველი თბომავალი (ტანკერი „ვანდალი“) ააგეს რუსეთში 1903 წელს. ჰქონდა 3 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებდა 120 ცხ. ძ. თბომავალზე მთავარ ძრავად იყენებენ ორ- და ოთხტაქტიან, მცირე-, საშუალო- და მაღალბრუნიან შიგაწვის ძრავებს. გემის შიგაწვის ძრავების სრულყოფამ ხელი შეუწყო ორთქლის მანქანიანი გემების განდევნას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]