თბილისის არქიტექტურის სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისის არქიტექტურა.
თბილისის არქიტექტურის სამსახური
დევიზი ააშენე მარტივად
შეიქმნა 31 დეკემბერი, 2008
სტატუსი სსიპ (მერიის დაქვემდებარებაში)
ტიპი საჯარო
მიზანი ქ. თბილისში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა.
მდებარეობა ჟ. შარტავას №7
ემსახურება რეგიონს თბილისი
სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი
კურატორი ირაკლი ხმალაძე
ბიუჯეტი ?
შტატი 117
შტატი 117

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემოკლებით: თბილისის არქიტექტურის სამსახური ან თბილისის არქიტექტურა) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში ახორციელებს საჯარო ხელისუფლებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე.[1]

სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა.[1] არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - ნინო ღოღობერიძე[2].

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა.[1]


ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად შეიქმნა როგორც ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე[3], ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ, 2008 წლის 22 დეკემბრის ქ. თბილისის მთავრობის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 31 დეკემბერს[4][5]. სამსახურის შექმნის მიზანი იყო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება.[6]

2014 წელს, საქართველოში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ, სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაცია (შეიცვალა წესდება, სტრუქტურა) და სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩამოყალიბდა როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.[7]

მორიგი რეფორმა განხორციელდა 2018 წლის დასაწყისში, რაც დაკავშირებული იყო არქიტექტურის სამსახურისგან ყოფილი ურბანული დაგეგმარების დეპატამენტის განყოფილებების მისგან გამოცალკევებასა და ცალკე მერიის სტრუქტურაში ცალკე საქალაქო სამსახურის სახით ჩამოყალიბებასთან.[1]

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების მეშვეობით, რომელთაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, ხოლო კურირებას უწევენ სამსახურის უფროსის მოადგილეები. ამჟამად სამსახურის განყოფილებებია:

  • I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
  • III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
  • ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
  • საპროექტო განყოფილება;
  • საინჟინრო განყოფილება;
  • იურიდიული განყოფილება;
  • საქმისწარმოების განყოფილება;
  • სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილება.

სამსახურს ასევე ჰყავს: ბუღალტერი (ბუღალტრები), თანაშემწე(ები), რომელიც უშუალოდ ექვემდებარება/იან სამსახურის უფროსს.[1]

2018 წლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსახურის მიერ გამოცემული ერთ-ერთი სამართლებრივი აქტი.

2018 წლამდე, სამსახური თავის უფლებამოსილებებს ასევე სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების მეშვეობით ახორციელებდა, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ განყოფილების უფროსები, ხოლო კურირებას უწევენ სამსახურის უფროსის მოადგილეები. სამსახურის განყოფილებები იყო:[7]

  • სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადების განყოფილება;
  • მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
  • გენერალური გეგმის მართვის განყოფილება;
  • ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
  • I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
  • III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
  • საპროექტო განყოფილება;
  • სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება;
  • სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება;
  • ლეგალიზების განყოფილება;
  • კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილება;
  • მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.

განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე ცალკე იყო შექმნილი ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფი, რომლის ძირითდი მიზანიც არის:

  • ქალაქმშენებლობითი პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია;
  • ქალაქმშენებლობითი პროცესების მონიტორინგი და ქალაქგეგმარებითი პროექტების რეგლამენტაცია;
  • მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მართვის მონიტორინგი, მისი ანალიზის უზრუნველყოფა და განხორციელების მექანიზმების შემუშავება

2014 წლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებდა სტრუქტურული ქვედანაყოფების - დეპარტამენტების მეშვეობით. არქიტექტურის სამსახური შედგებოდა 4 დეპარტამენტისგან[4], რომლებიც ასევე იყოფოდნენ განყოფილებებად:

  • ურბანული დაგეგმარების დეპატამენტი:
    • მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების განყოფილება;
    • მონიტორინგის განყოფილება[8];
    • საინვესტიციო განყოფილება;
    • მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
    • გენერალური გეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება.
  • სანებართვო დეპარტამენტი[8]:
    • ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
    • I და II კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო განყოფილება;
    • III და IV კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო განყოფილება.
  • ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი:
    • საზოგადოებასთა ურთიერთობის განყოფილება;
    • მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება.
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
    • სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;
    • სამართლებრივი აქტების მომზადების და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება;
    • ლეგალიზების განყოფილება.

ყველა დეპარტამენტს ჰყავდა თავისი ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი, ხოლო განყოფილებას - განყოფილების უფროსი.

თბილისის გენერალური გეგმა - მომზადდა და იმართება არქიტექტურის სამსახურის მიერ.

ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, კერძოდ:

ფუნქციები 2014 წლამდე დეპაარტამენტების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი

  • ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ მშენებლობითი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;
  • ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადება ან/და მომზადებული პროექტების განხილვა;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება (გრგ).
  • სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[4]

სანებართვო დეპარტამენტი

  • უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შეთანხმებას;
  • სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
  • ახორციელებს სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებს.[4]

ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

  • ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის მართვას;
  • უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
  • უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

კონსულტაციის ტიპები:

  • ადგილზე მუშაობს საკონსულტაციო ჯგუფი;
  • ცხელი ხაზი, რომელიც ტელეფონის საშუალებით დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას (არქიტექტურის საკითხებთან დაკაშირებით) და აწვდის ინფომრაციას შემოსულ განცხადებებზე წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.[4]

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

  • განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს;
  • სადავო საკითებთან დაკავშირებით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს;
  • ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტებს;
  • უზრუნველყოფს სამსახურის მატერიალურ უზრუნველყოფას.[4]

ქონება და ფინანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსახურის საკუთრებაშია სხვადასხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მას ქალაქის მთავრობისგან გადაეცა „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაფინანსების წყაროებია: ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სამსახურის მომსახურებით მიღებული შემოსავლები და სხვადასხვა კრედიტები, თუ გრანტები.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება. საქართველოს საკანონმდელო მაცნე (2018-02-16). ციტირების თარიღი: 2018-09-28.
  2. საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემა (2014-10-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-02-20.
  3. იურიდიულად სამსახური არ არის მისი სამართალმემკვიდრე.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება 24.16.832. მთავრობის დადგენილებები. ქ. თბილისის მერია (31.12.2008). ციტირების თარიღი: 2009-06-17.[მკვდარი ბმული]
  5. დღეიდან არქიტექტურის სამსახური იმუშავებს. პირველი არხი (09.01.2009). ციტირების თარიღი: 2009-06-16.
  6. 6.0 6.1 თბილისის არქიტექტურა. თბილისის მერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-30. ციტირების თარიღი: 2009-06-16.
  7. 7.0 7.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება. საქართველოს საკანონმდელო მაცნე (2014-12-30). ციტირების თარიღი: 2018-09-28.
  8. 8.0 8.1 ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 01 ოქტომბრის #24.01.1098 დადგენილებით ცვლილება შევიდა “ქ. თბილისი მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებაში, რომლითაც შეიცვალა სამსახურის სტრუქტურა, მათ შორის სანებართვო განყოფილებები (მაგ. გაუქმდა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მიხედვით დაყოფა, ნაცვლად შეიქმნა მშენებლობის რისკის ფატქორის მიხედვით დაყოფა და ა. შ.). ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება #24.01.1098. თბილისის მერიის ვებ-პორტალი (2010-10-01). ციტირების თარიღი: 2010-12-17.[მკვდარი ბმული]