თბილისასწვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისასწვერი
კოორდინატები: 42°44′58″ ჩ. გ. 43°47′22″ ა. გ. / 42.749472° ჩ. გ. 43.789611° ა. გ. / 42.749472; 43.789611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
სიმაღლე 4429 
ქედი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი
ასაკი პალეოზოური
თბილისასწვერი — საქართველო
თბილისასწვერი
თბილისასწვერი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
თბილისასწვერი

თბილისასწვერიმთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადის — ბუბისწყლის სათავეებში, სიმაღლე ზღვის დონიდან 4429 მ. თბილისასწვერი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. რელიეფი მკვეთრად დანაწევრებულია, ახასიათებს თანამედროვე გამყინვარება. მათზე თითქმის არ არის მცენარეული საფარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]