თარგი:დღის მოვლენები:12-28

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოცეოლა
ოცეოლა
  • 1065 : ვესტმინსტერის სააბატო გაიხსნა.
  • 1612 : გალილეო გალილეიმ პლანეტა ნეპტუნი აღმოაჩინა, თუმცა შეცდომით იგი ვარსკვლავად ჩათვალა.
  • 1835 : ოცეოლას (სურათზე) მეთაურობით სემინოლის მეომრები ფლორიდაში აშშ-ის არმიას ესხმიან და სემინოლთა მეორე ომს იწყებენ.
  • 1895 : სინემატოგრაფის გამოყენებით ძმები ლუმიერები პირველ კინოჩვენებას ატარებენ გრან კაფეში კაპუცინების ბულვარზე, პარიზში, რაც კინემატოგრაფიის დაბადებად ითვლება.
  • 1908 : მესინაში (სიცილია) მიწისძვრამ 75 000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1912 : პირველი მუნიციპალური ტრამვაი გამოჩნდა სან-ფრანცისკოს ქუჩებში.
  • 1999 : საფარმურატ ნიაზოვი თურქმენეთის სამუდამო პრეზიდენტად გამოცხადდა.