თარგი:დღის მოვლენები:10-4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპუტნიკ 1
სპუტნიკ 1
  • 1582 : რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ გრიგორიანული კალენდარი შემოიღო. იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ამ წლის 4 ოქტომბერს უშუალოდ 15 ოქტომბერი მოჰყვა.
  • 1830 : ნიდერლანდებისგან გამოყოფის შედეგად ბელგიის სახელმწიფო შეიქმნა.
  • 1853 : ყირიმის ომიოსმალეთის იმპერია რუსეთს ომს უცხადებს.
  • 1883 : აღმოსავლეთის ექსპრესი ამოქმედდა.
  • 1910 : მანუელ II, პორტუგალიის ბოლო მეფე, ლისაბონში რევოლუციის დაწყების გამო ბრიტანეთში გარბის. მომდევნო დღეს პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა.
  • 1957 : ორბიტაზე გაშვებულია პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 (სურათზე).
  • 1993 : რუსეთის კონსტიტუციური კრიზისი — რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ტანკებით პარლამენტის შენობის შტურმს აწყობს.