თარგი:დღის მოვლენები:10-29

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • 1863 : ჟენევაში შეკრებილი 16 ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო წითელი ჯვრის შექმნაზე შეთანხმდა.
  • 1923 : მუსტაფა ქემალ ათათურქი ოსმალეთის იმპერიის ნარჩენებისგან შექმნილი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.
  • 1929 : ნიუ-იორკის სააქციო ბირჟა კრახს განიცდის, რაც დიდი დეპრესიის დასაბამი გახდა.
  • 1956 : სუეცის კრიზისიისრაელი სინაის ნახევარკუნძულზე შეიჭრა და ეგვიპტის ჯარები სუეცის არხისკენ განდევნა.
  • 1964 : მძარცველებმა ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან (ნიუ-იორკი) ძვირფასი თვლების ფასდაუდებელი კოლექცია გაიტაცეს, მათ შორის იყო 565 კარატის (113 გ.) ინდოეთის ვარსკვლავი.
  • 1969 : ისტორიაში პირველი კავშირი განხორციელდა ორ კომპიუტერს შორის არპანეტ-ზე, რამაც ინტერნეტს დაუდო დასაბამი.
  • 2004 : რომში ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპის კონსტიტუციის შესახებ.