თარგი:დღის მოვლენები:07-21

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეოპოლდ I
ლეოპოლდ I
  • ძვ. წ. 356 : მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი — ეფესოს არტემიდას ტაძარი — ვინმე ჰეროსტრატოსმა განზრახ გაანადგურა.
  • 1718 : ოსმალეთმა, ავსტრიამ და უნგრეთმა ხელი მოაწერეს პოჟარევაცის ხელშეკრულებებს.
  • 1774 : რუსეთმა და ოსმალეთმა ხელი მოაწერეს ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებას. დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის ომი.
  • 1831 : ბელგიის პირველი მეფე ლეოპოლდ I-ის (სურათზე) ინაუგურაცია ჩატარდა.
  • 1969 : ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც მთვარეზე გაიარეს.
  • 1970 : 11 წლიანი მშენებლობის შემდეგ ასუანის კაშხალი ამოქმედდა ეგვიპტეში.
  • 1983 : მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა −89.2 °C (−129 °F) დარეგისტრირდა ვოსტოკის სადგურზე, ანტარქტიკაში.