თარგი:დღის მოვლენები:06-14
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
- 1645 : ინგლისის სამოქალაქო ომი : ნასების ბრძოლაში მეფე ჩარლზ I-ის მთავარი არმია გაანადგურა პარლამენტის ახალი მოდელის არმიამ სერ თომას ფეარფაქსისა და ოლივერ კრომველის მეთაურობით.
- 1807 : მეოთხე კოალიციის ომის ბოლო მნიშვნელოვან ბრძოლაში ფრანგებმა რუსები დაამარცხეს ფრიდლანდის ბრძოლაში დღევანდელ პრავდინსკთან, რუსეთი.
- 1822 : სამეფო ასტრონომიული საზოგადოებისთვის მიძღვნილ წერილში ინგლისელმა მათემატიკოსმა ჩარლზ ბებიჯმა წამოაყენა პოლინომიული ფუნქციების ტაბულირების განსხვავებული, ავტომატური, მექანიკური გამომთვლელი.
- 1846 : სონომაში დაბანაკებულმა ინგლისელ-ამერიკელმა ახალმოსახლეებმა აჯანყება დაიწყეს მექსიკის წინააღმდეგ, გამოაცხადეს რა კალიფორნიის რესპუბლიკა და საკუთარი დროშა (სურათზე) ააფრიალეს.
- 1962 : ევროპული კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია ჩამოყალიბდა პარიზში, რომელიც მოგივანებით ევროპული კოსმოსური სააგენტო გახდა.
- 1982 : ფოლკლენდის ომი დასრულდა : არგენტინის ჯარები დედაქალაქ სტენლიში უპირობოდ ჩაბარდნენ ბრიტანეთის ძალებს.
- 2001 : ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას აყალიბებენ.
სტატიის