თარგი:დღის მოვლენები:04-10

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილიანო საპატა
ემილიანო საპატა
  • 1606 : ლონდონის კომპანიას ინგლისის მეფე ჯეიმზ I-მა სამეფო ქარტია მიანიჭა, ჩრდილოეთ ამერიკაში კოლონიური დასახლებების დაარსების მიზნით.
  • 1710 : პირველად მსოფლიოში ინგლისში ძალაში შევიდა კანონი საავტორო უფლებების შესახებ.
  • 1815 : ინდონეზიაში ვულკან ტამბორის ისტორიაში ყველაზე სავალალო ვულკანის ამოფრქვევას 71 000 ადამიანი შეეწირა.
  • 1861 : ბოსტონში დაარსდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი.
  • 1919 : მექსიკის რევოლუციის ლიდერი ემილიანო საპატა მოკლეს სიუდად-აიალასთან, მორელოსის შტატში.
  • 1959 : იაპონიის უფლისწულმა აკიჰიტომ იქორწინა სიოდა მიტიკოზე, რომელიც პირველი მდაბიო წარმოშობის წევრი გახდა იაპონიის საიმპერატორო ოჯახში.
  • 1998 : ირლანდიის რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთი ბელფასტის შეთანხმებას აწერენ ხელს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ჩრდილოეთ ირლანდიის მშვიდობის პროცესში.
  • 2010 : სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 96 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი (სურათზე) და პოლონეთის 42 ოფიციალური პირი.