თარგი:დღის მოვლენები:03-25

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი სააკაძე
გიორგი სააკაძე
  • 1625 : მარტყოფის ბრძოლაში ქართლ-კახეთის აჯანყებულთა ლაშქარმა გიორგი სააკაძისა (სურათზე) და დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით ყიზილბაშთა 30 000-იანი არმია გაანადგურა.
  • 1655 : ჰოლანდიელმა ასტრონომმა ქრისტიან ჰიუგენსმა სატურნის უდიდესი მთვარე ტიტანი აღმოაჩინა.
  • 1802 : ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ამიენის ზავს მოაწერეს ხელი.
  • 1809 : მონებით ვაჭრობის ედიქტით ბრიტანეთის იმპერიის ტერიტორიებზე მონებით ვაჭრობა აიკრძალა.
  • 1821 : საბერძნეთმა ოსმალეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1917 : საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღადგინა .
  • 1918 : ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1957 : დასავლეთი გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი ქმნიან ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას.