თარგი:დღის მოვლენები:03-19

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლუტონი
პლუტონი
  • 1279 : მონღოლების გამარჯვებით იამენის ბრძოლაში ჩინეთის იმპერიაში სუნის დინასტია დასრულდა.
  • 1812 : ესპანეთის პარლამენტმა კადისში ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
  • 1859 : პარიზში გაიმართა შარლ გუნოს ოპერა „ფაუსტის“ პრემიერა.
  • 1915 : პლუტონის სურათის გადაღება მოხერხდა პირველად, თუმცა პლანეტად იგი არ უცვნიათ.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი – იაპონურმა ბომბდამშენმა ამერიკული ავიამატარებელი USS Franklin ჩაძირა, რამაც ეკიპაჟის 700 წევრი იმსხვერპლა.
  • 1982 : არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ფოლკლენდის ომი დაიწყო.
  • 2003 : აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები ერაყში შეიჭრნენ.