თარგის განხილვა:ინფოდაფა მუსიკოსი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასოციაცია ეწერა მთავარ გვერდზე და ასოციაციები კოდში, ამიტომ მთავარ გვერდის ვარიანტში შევცვალე, რომ კიდევ ვინმე არ შეიყვანოს შეცდომაში. ერთი თხოვნა მექნება, იქნებ ვინმემ, ვინც ერკვევა თარგებში, Notable_instruments = - პუნქტი დაამატოს, როგორც ინგლისურ ვერსიაშია, დიდი მადლობა წინასწარ --გიგა 14:49, 25 ივლისი 2007 (UTC) კარგია ბენდზე ის ფერი, რომელიც ახლაა, იყოს ეგრე.--The Intruder 20:09, 6 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ფერის შეცვლა ხომ არ შეიძლება? ვთვათ Lavender რომ დავაყენოთ? ყვითელი რაღაც "ცუდი" ფერია ამ თარგისთვის --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 07:51, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ისე, კომპოზიტორებისთვის თარგი არ არის საჭირო?

Mikkelanjelo 09:43, 28 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჰიტი / ცნობილი სიმღერა[წყაროს რედაქტირება]

ჩემს მიერ თავის დროზე ამ ინფოდაფაში დამატებული იქნა ველი ’ცნობილი სიმღერები’. მე მგონია, რომ იმთავითვე არაობიექტური გადაწყვეტილება იყო. ცნობილ სიმღერებზე ყველას თავისი აზრი აქვს და კონკრეტული დასაბუთება იმისა, თუ რომელია ყველაზე ცნობილი სიმღერა, საკმაოდ რთულია. ეს ველი არ უნდა იქცეს მომავალში დავის კიდევ ერთ მიზეზად. ამიტომ ნება დამრთეთ, ამოვიღო იგი. გთხოვთ, კენჭი უყაროთ ჩემს გადაწყვეტილებას. ვთვლი, რომ ამ ველის დამატება ჩემი შეცდომა იყო და უნდა ამოღებული იქნას. — BH განხილვაწვლილი 11:10, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) — დავით პასუხი 11:12, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე), ცოტა დაგვიანებით ვიღიმიგიორგი განხილვაწვლილი 07:04, 9 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურში რომ არის Notable instruments, ანუ ინსტრუმენტები, რომელზეც უკრავდა მუსიკოსი, აქაც ხომ არ შემოგვეტანა? — TGabunia განხილვაწვლილი 10:26, 18 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

შემოტანილია კარგა ხანია. |აღსანიშნავი ინსტრუმენტები =.— გიორგი განხილვაწვლილი 19:45, 18 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ხედავ გიორგი რა „დაკვირვებით“ კითულობს? — ჯაბა ლაბაძე () 19:50, 18 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

გადაირევი კაცი, ინგვი მალმსტინი ხო რჩეულია და ფენდერ სტრატოკასტერზე რო უკრავდა არ უნდა ეწეროს? ეხა უაზრო დავა გამოდის. — TGabunia განხილვაწვლილი 08:04, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
მიგითითეს თქვენ უკვე - თარგის ბოლოს არის პუნქტი ’აღსანიშნავი ინსტრუმენტები’ (Notable instruments) - შესაბამისად, გამოიყენება ეს პუნქტი. — BH განხილვაწვლილი 08:10, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

წერია ვებგვერდი, არადა სწორია ვებ-გვერდი. შეასწორეთ — Gilmour განხილვაწვლილი 10:53, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ტექნიკური საკითხები ვინც იცით გთხოვთ გაასწოროთ. --ცანგალა () 13:03, 25 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ შეცვალოთ თარგი.[წყაროს რედაქტირება]

ეს თარგი იყენებს ვიკიმონაცემების თვისებებს:--Surprizi განხილვაწვლილი 05:42, 20 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: იქნებ, ოდნავ ნათელი ენით ვწეროთ, რა გვინდა. როცა შემოვდივარ და ვკითხულობ ერთადერთ ფრაზას ეს თარგი იყენებს ვიკიმონაცემების თვისებებს: - ისეთ შეგრძნებაა, რომ უკვე იყენებს და გაოგნებულმა გადავამოწმე თარგის კოდი.

მოკლედ - დავამატოთ? არ გამოდის! იმ დღეს, როდესაც წმინდანის ინფოდაფა გადაკეთდა, ამასაც ჩავუჯექი, მაგრამ არ გამოდის. ბევრი რამე არასწორად გამოაქვს.

არასწორად გამოაქვს (თანმიმდევრობის მხრივ და არ აჩვენებს) - ჯგუფის აქტიურობის წლებს (საიდან სადამდე) და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქტიურობა პერიოდულია.

მუსიკალური ლეიბლების სიები არასრული აქვს. მერე მიწევს ხელით დამატება ვიკიდატაში - რაც დროის დაკარგვაა.

იგივე ეხება სხვა ველებს - არასრული ინფო გამოაქვს.

შეჯამების სახით - იმ დროს, როდესაც მწერლის ინფოდაფაში გამოაქვს ყველაფერი და ყველაფეზე მეტიც კი, მუსიკოსის ინფოდაფაში იმის ნახევარი გამოაქვს, რაც საჭიროა და ყოველი სტატიის შექმნისას ჯდომა და ხელით შეტანა ვიკიდატაში არის იგივე და კიდევ უფრო დიდი დროის ხარჯვა, ვიდრე ხელით ინფოდაფის შევსება.

და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, შევეშვათ ამ ინფოდაფას. 2-3 კაცი ვწერთ მუსიკაზე და ასე თუ ისე, ვახერხებდით ამას წლების განმავლობაში და ახლაც მოვახერხებთ. ყველაფერს ვიკიდატაზე ვერ გადაიყვან. --Abandoner განხილვაწვლილი 05:55, 20 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია--Surprizi განხილვაწვლილი 05:57, 20 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილისახელი[წყაროს რედაქტირება]

რამდენად მართებულია ნამდვილისახელი. დაბადების სახელით ხომ არ შეიცვალოს როგორც სხვა თარგში?--ცანგალა 11:52, 23 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

თარგს პრობლემა აქვს. |დაბადების ადგილი = არ ფუნქციონირებს. |წარმოშობა = აქ იწერება დაბადების ადგილი.--ცანგალა 10:10, 30 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იმიტომ, რომ არასწორად შეიცვალა ეს თარგი. გიო ოქრო 10:26, 16 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გასწორდა, თუმცა სამომავლოდ კარგი იქნება, როცა რაიმეს შევცვლით, სტატიებშიც ჩასწორდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში შესაცვლელი საერთოდ არ იყო ეგ ველი. გიო ოქრო 10:34, 16 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ბოლო ცვლილება[წყაროს რედაქტირება]

კომენტარი ჩემ ბოლო ცვლილებაზე. ზოგადად ინგლისურენოვანი ვიკის ინფოდაფა მომწონს იმით, რომ აღარ არის იქ ფერებად დაყოფა, არის მხოლოდ ერთი ფონი. მიუხედავად ამისა, რაც ქართულ ვიკიშია, ფრიად კარგია, მაგრამ ნებისმიერ ფონზე - ყვითელი, ცისფერი და ა.შ. - თეთრი ფერის წარწერა არ ჩანს გამოკვეთილად. ამიტომ, დამატებითი დისკუსიის გახსნის გარეშე, ჩავანაცვლე შავით. როგორც ვხედავთ თარგის დოკუმენტაციაში, ნებისმიერ ფერზე ეს შავი დეალურად და გამოკვეთილად გამოიყურება. გიორგი 14:19, 19 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]