თარგის განხილვა:კავკასიის სახანოები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თარგის განხილვა:აზერბაიჯანის სახანოები)

აქ რა ხდება? — ჯაბა ლაბაძე () 18:34, 28 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე მიმაჩნია, რომ სახანოების დროს, ძველ წყაროებში არსად არ მოიხსენიებოდა აზერბაიჯანი და თუ მოიხსენიებოდა ისიც ურმიის ტბაზე მდებარე ისტორიული აზებაიჯანი იყო, რომელიც მდინარე არაქსის ნაწილი კი არა და მისი შენაკადებსაც სცდებოდა. შესაბამისად აღნიშნული სახანოების აზერბაიჯანის სახანოებად გამოცხადება ეს რაღაცა არაენციკლოპედიურია და ობიექტურობას სცდება. მოვიფიქროთ სხვა სახელწოდება. მესმის რომ დღეს ესეა პოპულარული, მაგრამ მოდით მეტი ვიკითხოთ ისტორია და მით შევავსოთ აღნიშნული ხარვეზები. არ გამიკვირდება რომ უპრიანი იყოს მათი სპარსეთის სახანოებად სახელდება, რადგანაც ისინი დამოუკიდებელ ერთეულებს არ წარმოადგენდნენ და ყოველთვის ვიღაცის იურისდიქციაში შედიოდნენ. თანამედროვე აზერბაიჯანი როცა შეიქმნა იმ დროისათვის სახანოები ყველა კაი ხნის ლიკვიდირებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ. ავიღოთ იგივე ერევნის სახანო, რომელიც სულ ბოლოს შეიერთა რუსეთმა, არადა 1817 წელს ერმოლოვის დროს სპარსეთის საზღვრებში შედიოდა და წარმოადგენდა სპარსეთის სახანოს. აქ უნდა განიმარტოს თუ ვინ აარსებდა სახანოებს. რუსეთი აუქმებდა, საქართველოს სხვა ადმინისტრირების ფორმები ჰქონდა, ოსმალეთი შორს იყო, სომხეთი მოგეხსენებათ რა დღეშიც იყო იგივე სპარსეთის გადამკიდე. გვრჩება სპარსეთი დაყოფა. სახანოების წარმოქმნაც და ხანების დანიშვნაც ეს სპარსული მანქანის შედეგი იყო და არა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და თვითმყოფადი "აზერბაიჯანული ერების" შედეგი. აზერების ჩემი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად მე ვთვლი რომ ეს არასწორია.--Surprizi განხილვაწვლილი 09:46, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურ და თურქულ ვიკიპედიაში (სომხურს ვერ ვკითხულობ) მოხსენიებულია როგორც კავკასიის სახანოები. მგონი თარგი:კავკასიის სახანოები უფრო რეალური სათაური იქნება.--Surprizi განხილვაწვლილი 09:52, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
კავკასიის სახანოები. ორივე სახელითაა ცნობილი. მე ვერ გავიგე რას ამბობთ, ბატონო სიურპრიზი, რა არის არასწორი, აზერბაიჯანის სახანოებად სახელდება? მაშინ საქართველოს გუბერნიებიც გაუმართლებელი ტერმინია, ხომ? საქართველოც ხომ რუსეთში შედიოდა და პირდაპირ რუსეთის გუბერნიები ვუწოდოთ. ამ თარგის სწორი დასახელება იქნებოდა კავკასიის სახანოები. Deu. 09:55, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ, აზერბაიჯანს (ატროპატენეს, ადარბადაგანს, ადერბაიჯანს, შირვანს) გაცილებით დიდი ისტორია აქვს, ვიდრე „თანამედროვე აზერბაიჯანს“. Deu. 09:59, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
უცნაურია ჩვენ ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ ))) საქართველოს გუბერნიები ტანამედროვე ადაპტაციური ვარიანტია, თორე ძველ ოფიციალურ ლიტერატურაში (სხვა არც გამოდიოდა :) ) არსად არ გვხვდება საქართველოს გუბერნიები. საქართველოსი აღარაფერი არ იყო!!! ყველა გუბერნია რუსეთის იყო!
  1. თავიდან რუსეთის იმპერიამ ჯერ შეიერთა "ჩაგრული" ტერიტორიები თავიანთი სახელებითა და თავაინთი მმართველებით (ადრეულ წლებში შეხვდებით რუსეთის შემადგენლობაში არსებულ აფხაზეთს, სამეგრელოს, გურიას და ესე მოიხსენებოდა წლების მანძილზე სანამ ან არ მოკვდებოდა ან არ ჩაიდენდა დანაშაულს და ან არ გადაასახლებდნენ სადმე),
  2. მერე განდევნა მმართველები ან პეტერბურგში გადაასახლა,
  3. შემდეგ გადაარქვა ხალხისთვის ნაცნობი ტერიტორიების გუბერნიებად (იმერეთის გუბერნია, საქართველოს გუბერნია)
  4. შემდეგ კი აღნიშნული გუბერნიები დაყო ქალაქის სახელის მატარებელ გუბერნიებად

მორჩა. რუსეთის ინტერესში აღარ იყო ოფიციალურად არსებულიყო საქართველოსი რამე. მით უმეტეს მაშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანი საერთოდ არ იხსენიებოდა. ანტროპაკეტი კი ძაან შორს იყო სამხრეთით აღნიშნული ადგილებიდან.--Surprizi განხილვაწვლილი 10:15, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე ეხლა ვკითხულობ 1864 წელს პოგოდინის მიერ დაწერილ ალექსი ერმოლოვის ცხოვრებას შედგენილს მისსავე მემუარებსა და ოფიციალურ წერილებზე დაყდრდობით და იქ სახანოების გვერდით აზერბაიჯანი საერთოდ არ იხსენიება და თუ იხსენება ეს საუბარია ანტდოპაკეტზე - ისტორიულ აზერბაიჯანზე.--Surprizi განხილვაწვლილი 10:27, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა ვერ ვიგებ რისი თქმა გსურთ? აზერბაიჯანის სახანოები არ არსებობს? და არ არსებობს იმიტომ, რომ მაგ ტერიტორიას აზერბაიჯანი არ ერქვა თავის დროზე? თავი რომ გავანებოთ იმ ფაქტს, რომ ეს სადავო საკითხია, თქვენი ლოგიკით „ბიზანტიის იმპერიაც“ არ უნდა მოვიხსენიოთ ამ სახელით, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა, სანამ მე-16 საუკუნეში გერმანელებმა არ მოიგონეს. არც ტაო-კლარჯეთის სამეფოა სწორი ამ ლოგიკით, რადგან მაგ სამეფოს „ქართველთა სამეფო“ ერქვა. მინდა გითხრათ, რომ ერთიანობის პერიოდის არცერთ დოკუმენტში არ იხსენიება „საქართველოს სამეფო“, ყველგან საუბარია „აფხაზთა სამეფოზე“ ანდა ვრცლად — „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა სამეფოზე“.
მთავარი ის კი არაა, რა ერქვა თავის დროზე, არამედ ის, თუ როგორაა დღეს ცნობილი. საუბრის გაგრძელება ამ თემაზე არ ღირს, გადავიტანოთ ეს თარგი კავკასიის სახანოებზე. Deu. 10:36, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

მადლობა საინტერესო საუბრისთვის :)--Surprizi განხილვაწვლილი 10:54, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, აზერბაიჯანის სახანოები რომ გადავამისამართო კავკასიის სახანოებზე?--Surprizi განხილვაწვლილი 11:05, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]