თანგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანგა — XV საუკუნის დასაწყისში თემურლენგის მიერ შემოღებული მაღალხარისხოვანი ვერცხლის მონეტა (წონა 6,2 გ), რომელიც მალე გაბატონებულ ერთეულად იქცა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფულად სისტემაში. საქართველოს ეს რეფორმა არ შეხებია,მაგრამ იქ დიდი რაოდენობით გვხვდება XV საუკუნის შირვანული თანგები. აღმოჩენილია როგორც ერთეული, ისე განძის სახით სოფ. საქობოში (ლაგოდეხის რაიონი), ხორხში (დუშეთის რაიონი), თამარაშენში (ცხინვალის რაიონი), ალში (ხაშურის რაიონი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დუნდუა გ., ქსე, ტ. 4, გვ. 585, თბ., 1979