თათელისმაღალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თათელისმაღალი, მწვერვალი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების არმხისა და ასის წყალგამყოფ კიდეგანის ქედზე. სიმაღლე 3755 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. კალთები დაღარულია ღრმა ხევებით. მთის ძირში მყინვარებიდან გამოდის მდინარეები არმხი და არხოტისწყალი. მთის კალთები შემოსილია სუსტად განვითარებული ნიადაგ-მცენარეული საფრით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩანგაშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 572, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები