თათაბო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თათაბო (Atriplex), მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. ფოთლები და ღერო დაფარულია ფქვილოვანი ნაფიფქით. ყვავილები თავმოყრილია თავთავისებრ ან საგველასებრ ყვავილედებში. 200-მდე სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში იზრდება 8 სახეობა. ბიცობიანი უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების მცენარეებია. მინდვრებზე, ბაღებსა და ბოსტნებში გვხვდება სარეველადაც. რამდენიმე სახეობის ნორჩ ფოთლებსა და ღეროს მხალად ხმარობენ, ზოგი კარგი საკვები ბალახია აქლემის, ცხვრისა და ძროხისათვის. ზოგიერთს აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 572, თბ., 1979