თავჩაქუჩა ყანჩა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავჩაქუჩა ყანჩა

თავჩაქუჩა ყანჩა (Scopus umbretia), ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს, ფერად მუქი ყავისფერია. თავზე უკან გადაწეული, მოგრძო ბუმბულის ქოჩორი აქვს. კისრის, თავისა და ქოჩრის მოხაზულობა პროფილში ჩაქუჩს წააგავს. თავჩაქუჩა ყანჩა გავრცელებულია აფრიკაში, კუნძულ მადაგასკარსა და სამხრეთ არაბეთში, ბუდობს ტყეებში წყლის პირას. მონოგამია.დებს 3-6 კვერცხს. იკვებება თევზით, პატარ-პატარა გველებით, ამფიბიებით, ჭიებით, მოლუსკებით, ფეხსახსრიანებით, მწერების მატლებით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 571, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე