თავსისხლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავსისხლა (Sanguisorba) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქბალახები და ბუჩქებია. აქვთ ფრთისებრი ფოთლები, თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედებად შეკრებილი წვრილი ყვავილები. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში — 1 სახებაა (Sanguisorba officinalis). ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მაღალი ღერო და მუქი წითელი ყვავილედი აქვს. იზრდება მდელოებზე, ბუჩქებსა და ტყის პირებზე. ფესურები და ფესვები შეიცავს მთრიმლავ და სხვა ნივთიერებებს, მათ ნახარშსა და ექსტრაქტს ხმარობენ შემკვრელ და სისხლის შემაჩერებელ საშუალებად. თავსისხლას ზოგ სახეობას აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა[რედაქტირება]